1.პროექტის სახელწოდება:ანაბარი
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით: მეანაბრე აპირებს ერთი წლით 20000
ლარის შეტანას ერთ–ერთ ბანკში.უნდა ვიანგარიშოთ რომელ დღეს და რომელ ვალუტის
(ლარისა თუ დოლარის) შეტანა აღმოჩნდება უფრო ხელსაყრელი მეანაბრისთვის ლარის
კურსის გათვალისწინებით დოლარის კურსთან.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს დასჭირდებათ ლარის დოლარზე,დოლარის ლარზე გაცვლის ოპერაციებზე მუშაობა; წლიური სარგებლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასარიცხი თანხის ოდენობის ანგარიში.
4.პროექტის მიზნები: პროცენტებზე მოქმედებების ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში, კერძოდ, საბანკო ოპერაციების წარმოებისას.
5.მონაწილეთა ასაკი: მე–8 კლასი, 14 წლისა.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსქავლეები, ალბათ, გაითვალისწინებენ, რომ საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ერთი წლის შემდეგ დოლარის და ლარის გაცვლით კურსზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ა)ბანკის წესდება; ბ)ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსი; გ)მასალები ინტერნეტიდან; დ)კალკულატორი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1)დოლარისა და ლარის გაცვლითი ოპერაციები შესაბამისი კურსის გათვალისწინებით;
2)ლარში შეტანილი თანხის დანამატის ანგარიში;
3)ლარში შეტანილი თანხის სახელმწიფოს გადასახადის ანგარიში;
4)დანამატისა და დაქვითვის ანგარიში, თუ თანხა შეტანილია დოლარებში;
5)ერთი წლის შემდეგ ასაღები თანხის ანგარიში–საუკეთესო ვარიანტი და ყველაზე უარესი ვარიანტი.
10)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მიმართულება:რიცხვები და მიმართულებები
მათ.VIII.2
ასრულებს მოქმედებებს რაციონალურ რიცხვებზე და აფასებს მოქმედებათა შედეგს.
მათ.VIII.4
ხსნის გამოთვლებთან დაკავშირებულ ამოცანებს "სამომხმარებლო არითმეტიკა".მარტივად დარიცხული საპროცენტო განაკვეთი.
11)პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მარინე თოთლაძე
12)ხელმძღვანელის ფოსტა:marinetotladze@gmail.com
13)პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:marinetotladze.blogspot.com